2016-05-19

გამოავლინეთ საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაცია საქართველოში, მიიღეთ მონაწილეობა კვლევაში!

კომპანია EY საქართველო და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი     გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად კვლევაში, რომლის მიზანიც საქართველოში საუკეთესო დამსაქმებლის გამოვლენაა.

 

კვლევა ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. კვლევის შედეგად გამოვლინდება სტუდენტებისათვის ყველაზე მიმზიდველი კომპანიები, მათი შერჩევის მთავარი კრიტერიუმები, სამსახურის ძიების პროცესში არსებული სირთულეები და ა. შ.

 

თითოეული თქვენგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

კვლევაში მონაწილეობის მისაღებად  გთხოვთ, გადახვიდეთ შემდეგ  ბმულზე  და შეავსოთ მოცემული კითხვარი 2016  წლის 15 მაისამდე.

 

კვლევის დასრულების შემდეგ მიიღებთ შედეგებს.

 

EY საქართველო მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე