2019-04-05

შეხვედრა მართლწესრიგის ოფიცერთან


2019 წლის 18 აპრილს, 16 საათზე, თსუ-ს I კორპუსში (აუდიტორია #6), მართლწესრიგის ოფიცრები სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებს შეხვდებიან. 
შეხვედრაზე მართლწესრიგის ოფიცრები სტუდენტებს საკუთარ საქმიანობას, ფუნქციებს და მოვალეობებს გააცნობენ. გარდა ამისა, სტუდენტები შეიტყობენ მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტური პოზიციების და დასაქამების პერსპექტივების შესახებ. 
შეხვედრა პროექტი „საზოგადოებასა და პოლიციას შორის ნდობის გაზრდას“ ფარგლებში გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობას. პროექტს საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) შსს–სთან ერთად ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე