2019-06-10
საჯარო ლექცია: „კონსტიტუციური სტაბილურობა, როგორც სტაბილური დემოკრატიის მნიშვნელოვანი წინაპირობა“
გიწვევთ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გამართულ საჯარო ლექციაზე:
"Constitutional Stability as an Important Prerequisite for Stable Democracy" („კონსტიტუციურისტაბილურობა, როგორც სტაბილური დემოკრატიის მნიშვნელოვანი წინაპირობა“). ლექციას წარუძღვება დოქტ.
ანაიტ მანასიანი - სომხეთის იუსტიციის აკადემიის რექტორის მოადგილე, ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ლექციაზე განიხილება კონსტიტუციური სტაბილურობისა და კონსტიტუციური განვითარების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წინამდებარე საკითხებს: კონსტიტუციური სტაბილურობა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულება, არსებული პოლიტიკისგან საკონსტიტუციო პოლიტიკის დიფერენცირება, კონსტიტუციური სტაბილურობის ურთიერთდამოკიდებულება და კონსტიტუციურ ცვლილებათა სიხშირე, საკონსტიტუციო განვითარების კონსტიტუციურობა, კონსტიტუციური განვითარების სხვადასხვა გზათა ეფექტიანი კომბინაცია და რეალიზაცია.
სამუშაო ენა გახლავთ ინგლისური, თუმცა ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია თანმიმდევრული თარგმანით.
გთხოვთ მობრძანდეთ!
ადგილი: ოთახი 06 (თსუ, პირველი კორპუსი);
თარიღი/დრო: ივნისი 14 (პარასკევი), 16 საათი.
« იხ. ყველა სიახლე