ტემპუსის პროექტი „მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის“
ტემპუსის პროექტის „მიგრაცია და უმაღლესი განათლება უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებისათვის“ ფარგლებში ცხადდება მსურველთა რეგისტრაცია ერთკვირიან (31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით) ინტენსიურ სასწავლო კურსზე გლობალური მიგრაცია და კვლევის მეთოდები. კურსის ერთი ნაწილი დაეთმობა თემას: „ Global Migration – Contemporary Processes and Scenarios for the Future “ ხოლო მეორე ნაწილი: „ Reflecting Methodology and Methods – Not Only in Migration Studies “.
სასწავლო კურსს გაუძღვებიან ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორები ლიდია პოტსი და კატარინა შმიდტი.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერთიფიკატები.
სამუშაო ენა: ინგლისური.
რეგისტრაციის მსურველები გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: nino.parsadanishvili@tsu.ge
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2014 წლის 27 მარტი
დასაწყისი: 18:00 საათი
ადგილები შეზღუდულია!!!
« იხ. ყველა სიახლე