2014-09-15
2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები
2014–2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადებითსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის (ხელმძღვანელის მითითებით) და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში 24 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება 7 ოქტომბერს. სტუდენტმა თან უნდა იქონიოს სამაგისტრო თემის სავარაუდო სტრუქტურის ქაღალდური ვერსია.
სამაგისტრო ნაშრომის ჩაბარება იწარმოებს 2015 წლის 2 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით მაგისტრატურის კოორდინატორებთან (126–ე ოთახი).
შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).
განცხადების ფორმა
« იხ. ყველა სიახლე