2019-12-02
ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია
2019 წლის 3 დეკემბერს ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ადამიანის უფლებათა კრებულის პრეზენტაცია, რომლის სახელწოდებაა
„ადამიანის უფლებათა დაცვა და სახელმწიფოს ვალდებულებები“. კრებულის რედაქტორია თსუ-ს პროფესორი, კონსტანტინე კორკელია.
კრებულში წარმოდგენილია ავტორების სტატიები ადამიანის უფლებათა აქტუალურ საკითხებზე. პრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ისე სასამართლო ხელისუფლებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია შედგება 3 დეკემბერს 12 საათზე, თსუ-ს პირველ კორპუსში, აუდიტორია 006. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება ფურშეტი.
კრებული გამოიცა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI-PROLoG) და საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანადგომით.
10 საათიდან 12 საათამდე ამავე დარბაზში გაიმართება სტუდენტური კონფერენცია თემაზე:
„ადამიანის უფლებათა დაცვა: თეორია და პრაქტიკა.“
« იხ. ყველა სიახლე