2020-02-12

ინფორმაცია აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით



როგორც მოგეხსენებათ,   მეორე აკადემიური კორპუსის სარემონტო სამუშაოების გამო   2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ჩატარდება უნივერსიტეტის მაღლივი (X) კორპუსში (სასწავლო პროცესი დაიგეგმება ძირითადად მე-10, მე-11 და მე-12 სართულებზე), ხოლო მაგისტრატურის სტუდენტებისთვის - უნივერსიტეტის პირველ  აკადემიურ კორპუსში.

იურიდიული ფაკულტეტის 
სალექციო მეცადინეობების ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 22 თებერვალს 17:00 საათზე. სალექციო ნაკადების არჩევას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ 27 თებერვალს 17:00 საათიდან.

ბაზაში ყველა სალექციო დისციპლინა გაიხსნება ერთდროულად.
არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე ან სასემინარო ჯგუფში რეგისტრაციის გარეშე. 

გახსოვდეთ, რომ სასწავლო დისციპლინაზე რეგისტრაცია ბოლონიელ გლოსატორთა პრინციპით ხორციელდება „ primo in tempore, potior in iure“  (დროში პირველი,  უფლებაში უპირატესი).   სავალდებულო საგნებზე ადგილები დაემატება მოთხოვნის შესაბამისად. არც ერთი სტუდენტი არ დარჩება სავალდებულო საგანზე რეგისტრაციის გარეშე. 
თუკი ვერ დარეგისტრირდით რომელიმე სავალდებულო ან არჩევით დისციპლინაზე,   გთხოვთ, მოგვწეროთ  Lms.tsu.ge- დან.  ამისათვის საგნის გასწვრივ მონიშნეთ ღილაკი „მოთხოვნები საგანზე“ და გამოაგზავნეთ განცხადება.

იურიდიული ფაკულტეტი ტრადიციულად მოგმართავთ თხოვნით გადაამოწმოთ ბაზაში თქვენი საკონტაქტო მონაცემების (უპირატესად ტელეფონის ნომრის) სისწორე, რათა შეძლოთ  ფაკულტეტისგან მოწოდებული ინფომაციის დროული მიღება.

სტუდენტებს, რომელთაც სურთ ხელმეორედ დარეგისტრირდნენ დისციპლინაზე ქულის გაუმჯობესების მიზნით, შეუძლიათ მოგვმართონ ამის თაობაზე Lms.tsu.ge- დან მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, თქვენს ინდივიდუალურ ცხრილში დატოვოთ შესაბამისი ადგილი და განცხადებაში მიუთითოთ სასურველი პროფესორი. თქვენი განცხადებები დამუშავდება და დისციპლინა ინდივიდუალურ ცხრილში აისახება არაუგვიანეს 5 მარტისა.

დამატებით სემესტრთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ lms.tsu.ge-ს შესაბამისი გრაფიდან (დამატებით სემესტრზე რეგისტრაცია). რადგან აკადემიური რეგისტრაციები იურიდიულ ფაკულტეტზე იწყება 27 თებერვალს, სასურველია განცხადება დამატებით სემესტრთან დაკავშირებით დროულად შემოვიდეს ფაკულტეტზე, რათა ამ პროცესში შეუფერხებლად ჩაერთოთ. დამატებით სემესტრთან დაკავშირებით, გთხოვთ, მოგვწეროთ 27 თებერვლის ჩათვლით.

განმარტება სასემინარო განრიგთან დაკავშირებით

როგორც მოგეხსენებათ, იურიდიული ფაკულტეტი ძირითადად გთავაზობთ სავალდებულო საგნებზე პროფესორის არჩევის შესაძლებლობას (სააუდიტორო რესურსის გათვალისწინებით). რადგან ფაკულტეტი უზრუნველყოფს ლექტორის არჩევითობას, ხშირ შემთხვევაში მოთხოვნის არსებობისას ხდება ნაკადებზე ადგილების დამატება, ამ მიზეზით სასემინარო ცხრილის ზუსტი დაგეგმვა სალექციო ცხრილთან ერთად შეუძლებელია. ამდენად, სასემინარო მეცადინეობის ცხრილი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება მას მერე, რაც სალექციო ნაკადები ძირითადად ფორმირდება,  კერძოდ, 4 მარტის 17:00 საათზე. ამასთან, უცხო ენების ცენტრთან არსებული შეთანხმებით, დამთხვევების თავიდან ასაცილებლად, უცხო ენებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება სემინარების არჩევის პარალელურად, შესაბამისად, უცხო ენათა ცენტრი, ასევე უზრუნველყოფს უცხო ენათა ცხრილების შეთავაზებას სასემინარო განრიგთან ერთად. სემინარებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება  6 მარტის 17:00 საათიდან.


მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

მაგისტრატურის ცხრილი იურიდიული ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 22 თებერვალს 18:00 საათზე. აკადემიური რეგისტრაცია დისციპლინებზე დაიწყება 28 თებერვალს 18:00 საათზე. კლინიკებზე რეგისტრაცია იწარმოებს დისციპლინებზე რეგისტრაციამდე. აღნიშნულის შესახებ დამატებით ინფორმაცია მოგეწოდებათ ფაკულტეტის ვებ.გვერდის მეშვეობით.

 გისურვებთ  სასურველი  ინდივიდუალური  ცხრილის  შედგენას!

Print

« იხ. ყველა სიახლე