2016-09-28

მედიაციის ტრეინინგი


  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, ა/წ 30 სექტემბერს და 1-2 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ჩატარდება მედიაციის სამდღიანი ტრეინინგი უნივერსიტეტის 9 თანამშრომლისთვის.

   ტრეინინგს გაუძღვება თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი, სერთიფიცირებული მედიატორი - ნათია ჩიტაშვილი.

   ტრეინინგის დასრულების შემდგომ, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აკადემიური მხარდაჭერით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან თანამშრომლობით  დაფუძნდება მედიაციის იურიდიული კლინიკა.

   დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (STCL), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) საერთო ინიციატივის საფუძველზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე