2014-05-13

იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი

საქართველოს პროკურატურა აცხადებს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურს იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებთანაც პროკურატურას გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა დანართის (დანართი 1) შესაბამისად უნდა წარმოადგინონ კონკურსში მონაწილეობისათვის შედგენილი გუნდის განაცხადი.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოდგენილი გუნდები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

1.       გუნდი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 4 და არაუმეტეს 5 წევრისგან;

2.       გუნდის წევრებს გავლილი უნდა ჰქონდეთ სისხლის სამართლის პროცესი;

3.       გუნდის წევრები უნდა ფლობდნენ სასამართლო უნარ-ჩვევებს.

 

პირველ ეტაპზე, იურიდიული ფაკულტეტი შეარჩევს რამდენიმე გუნდს შემოსული განაცხადების საფუძველზე, რომელთაზც გაუგზავნის მთავარ პროკურატურას, მათგან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გასაუბრების გზით შეირჩევა ერთი ან ორი გუნდი.

 

გუნდის წევრებთან გასაუბრებას ჩაატარებენ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორები.

 

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 მაისი, გასაუბრება გაიმართება 19 მაისს.

 

გასაუბრების ჩატარების და გუნდების შერჩევის შემდეგ დაიგეგმება იმიტირებული სასამართლო პროცესები, რის შესახებაც ინფორმაცია დამატებით მოგეწოდებათ.

 

შევსებული დანართი #1  უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელექტორნულ მისამართზე:

 

law@tsu.ge          
Print

« იხ. ყველა სიახლე