2016-11-28
სტუდენტების მიღება 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, გაეროს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" ფარგლებში, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით, აცხადებს სტუდენტების მიღებას 2017 წლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის და ჟურნალისტიკის მიმართულების (ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის და მაგისტრატურის) სტუდენტებს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლაში მონაწილეობა უფასოა ( ზამთრის სკოლაში მონაწილეობის, განთავსებისა და მგზავრობის ხარჯებს უზრუნველყოფს გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტი "ადამიანის უფლებები ყველასათვის" )
ზამთრის სკოლა გაიმართება 2017 წლის 28 იანვარიდან - 3 თებერვლამდე
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2016 წლის 1 დეკემბერი
განცხადების გასაგზავნად და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს
« იხ. ყველა სიახლე