2017-03-05

დოკუმენტური ფილმის "ინგლისურის მასწავლებელი" ჩვენება და დისკუსია



  თსუ-ის პირველ კორპუსში, 06 აუდიტორიაში 2017 წლის 6 მარტს, 18.00-ზე შედგება ქართული დოკუმენტური ფილმის "ინგლისურის მასწავლებელი" ჩვენება.
ფილმის ჩვენება ხორციელდება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და „CinéDOC-Tbilisi“-ს თანამშრომლობის ფარგლებში. 
  აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე დაგეგმილი საგნის „დოკუმენტური ფილმი და დანაშაულის პრევენცია“ გახსნით კინოჩვენებას. სამაგისტრო პროგრამაზე შეთავაზებული საგნის - „დოკუმენტური ფილმი და დანაშაულის პრევენცია“ - ფარგლებში მოხდება „CinéDOC-Tbilisi“-სის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის მონაწილე იმ ფილმების ჩვენება და ანალიზი, რომელიც უკავშირდება დანაშაულის პრევენციას.

  დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია ფილმის ავტორებთან - ნინო ორჯონიკიძესა და ვანო არსენიშვილთან.

დასწრება თავისუფალია.

დოკუმენტური ფილმი "ინგლისურის მასწავლებელი"

  სამხრეთ აფრიკელი ბრედლი ნელსონი ერთ-ერთია იმ ათასი მასწავლებლიდან, რომლებიც საქართველოში “ლინგვისტური რევოლუციის” მოსახდენად მოიწვიეს. საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ მან ინტერნეტით შეიტყო. “დიდ ცვლილებებში” მონაწილეობის მისაღებად ბრედლი სამეგრელოს პატარა სოფელში ჩადის, თუმცა იქ არც ცვლილებების ნიშნები ჩანს და არც სურვილი … სოფლის მცხოვრებლები სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგანან...

Print

« იხ. ყველა სიახლე