2017-12-07

იტალიელი პროფესორების საჯარო მოხსენებები თსუ-ში


21 დეკემბერს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტისა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით, იტალიელი პროფესორები წაიკითხავენ საჯარო მოხსენებებს შრომის სამართლის სფეროში შემდეგ თემებზე:

ანდრეა ბორონი – „ქართული შრომის კოდექსი: ხედვა საზღვარგარეთიდან“;
მარკო სეგეზიო – „დისკრიმინაცია და შრომის სამართლის კანონმდებლობა საქართველოში: შედარებითსამართლებრივი პერსპექტივა“;
ჯოვანა კარუნიო – „ბავშვები გასართობ სამყაროში: რა არის შრომის სამართლის პასუხები?“.
ამავე ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება დაზღვევის სამართლის სფეროში ინიცირებული ერთობლივი პროექტის წარდგენა.
მოხსენებები წარიმართება იტალიურ ენაზე, თარგმანის უზრუნველყოფით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06

Print

« იხ. ყველა სიახლე