2013-09-12

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ


ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ბაზის გახსნასთან დაკავშირებული პრობლემებით გადახდის ქვითრით მიმართეთ საფინანსო განყოფილებას  (პირველი აკადემიური კორპუსი, ჭავჭავაძის N1, ოთახი 019).

აკადემიურ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის იურიდიული ფაკულტეტი ადგილებს გახსნის 12 სექტემბრის 17 საათზე.
ფაკულტეტის ადმინისტრაციამ დაამუშავა sms.tsu.ge -დან შემოსული სტუდენტთა მოთხოვნები და მოთხოვნად საგნებზე ადგილები დაემატება კვლავ ანბანური თანმიმდევრობით:

12 სექტემბერს  -  12:00  -  13:00 საათამდე;
                                                                   17:00 – 18:00 საათამდე.
13  სექტემბერს - 12:00  -  13:00 საათამდე;
                                                                   17:00 – 18:00 საათამდე.
16 სექტემბერს -      12:00 – 13:00 საათამდე;
                                                                  17:00 – 18:00 საათამდე.

14-15 სექტემბერს  (შაბათ-კვირა)   ადგილების დამატება განხორციელდება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნულთან დაკავშირებული ინფორმაცია დამატებით დაიდება ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 11 სექტემბრის აკადემიურ რეგისტრაციებზე 15:00 დან 17:00 საათამდე დარეგისტრირდა  2600 სტუდენტი და შეივსო  სავალდებულო და არჩევით დისციპლინებზე  სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული 13 800 თავისუფალი ადგილი. 
17:00 დან 19:00 საათამდე აკადემიური რეგისტრაციების პროცესში ჩართული იყო 1200 სტუდენტი და შეივსო სავალდებულო და არჩევით დისციპლინებზე  სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული 2 500 ადგილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე