2019-02-04

საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა



გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 01 თებერვლიდან, საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი. სტაჟირების კონკურსი მოტივირებული და დაინტერესებული პირებისათვის არის საუკეთესო შესაძლებლობა - დასაქმდეთ და განავითაროთ საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.
სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს იურიდიული განათლება.
თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ წარმოდგენილ მოთხოვნებს, გიწვევთ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება 2019 წლის 07 თებერვალს, 17:00 საათზე.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, იხილეთ დეტალური ინფორმაცია.

Print

« იხ. ყველა სიახლე