შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან
2015 წლის12 მარტს, საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით,
გაიმართება შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან.
შეხვედრის მიზანია,
ხელი შეუწყოს ფართო საზოგადოების ინფორმირებას კანდიდატის პროფესიული გამოცდილებისა
და მისი ხედვების შესახებ სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების, გამოწვევებისა
და მათი მოგვარების გზების შესახებ. შეხვედრას
დაესწრებიან აკადემიური და პროფესიული წრეების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებზე
მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული
პირები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატს დაუსვან შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ
აქტუალური საკითხების ირგლივ გამართულ დისკუსიაში.
შეხვედრა ღიაა
მედიისათვის.
შეხვედრა გაიმართება
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში (
I
კორპუსი, პეტრე
მელიქიშვილის სახელობის 115-ე აუდიტორია), 17:00 საათზე.
საკონტაქტო პირი
- მარი აბულაძე - 595 96 19 00
საქართველოს ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაცია
იურიდიული განათლების
ხელშეწყობის ფონდი
ადამიანის უფლებათა
ცენტრი
ადამიანის უფლებათა
პრიორიტეტი
საზოგადოებრივი
დამცველი
საქართველოს ადვოკატთა
ასოციაცია
ლიბერალური აკადემია
- თბილისი
« იხ. ყველა სიახლე