სტუდენტური კონკურსი "მისია 2018"
გსურთ გახდეთ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერი, შეიძინოთ პროექტის მართვის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაიმარჯვოთ კონკურსში და მოიპოვოთ ფულადი პრემია, მაშინ მიიღეთ მონაწილეობა სტუდენტურ კონკურსში „მისია 2018“. კონკურსი უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია , რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ . წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „ას ჯორჯია“, სამშენებლო ბრენდით „დირსი“.
კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს , რომელსაც პარტნიორი ბრენდი გამარჯვებულ სამ გუნდზე გადაანაწილებს :
I ადგილი - 2500 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსში მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსი გუნდურია და მასში მონაწილეობას 3-5 სტუდენტი იღებს.
კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, წელს მონაწილეებს ევალებათ შექმნან ტური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „გაიცანი უნივერსიტეტი“. საინფორმაციო ტურის მიზანია , გააცნოს უნივერსიტეტის ისტორია და ღირსშესანიშნაობები სხვადასხვა მიზნობრივ სეგმენტს : აბიტურიენტებს , ბიზნეს პარტნიორებს , კურსდამთავრებულებს , სტუდენტებს , მედიის წარმომადგენლებს და ა . შ .
პროექტის დაგეგმვისას კონკურსანტები თავისუფალი არიან ფორმატისა და სტილის არჩევაში . ტური შესაძლოა იყოს როგორც რეალური , ასევე ინტერნეტ სივრცეში. მონაწილეები პროექტს ქმნიან სპეციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი პროექტის ყველა სამუშაო ეტაპი.
პირველი ტურის დავალება მიიღება 15 მარტიდან - 6 აპრილის ჩათვლით საკონკურსო ელ.ფოსტაზე misia@tsu.ge
კონკურსის მეორე ეტაპზე ჟიურის მიერ შერჩეული 5 ფინალისტი გუნდი პარტნიორი ბრენდის „დირსის“ დავალებას მიიღებს, რომელზეც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. ფინალური ნაშრომის შექმნის პროცესში კონკურსანტები მათთვის განკუთვნილ სემინარებსა და კონსულტაციებს დაესწრებიან, სადაც პროექტის გამართვასა და ეფექტურად განხორციელების საშუალებებს შეისწავლიან. ფინალში გასული სტუდენტები პარტნიორი კომპანიის სათაო ოფისსა და დირსის დასახლებასაც მოინახულებენ.
« იხ. ყველა სიახლე