2018-01-18
ინფორმაცია სამაგისტრო ნაშრომის დაცვის წესის შესახებ
შეგახსენებთ, რომ 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტუდენტს სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისათვის ეძლევა ოთხთვიანი ვადა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს დამამთავრებელი სემესტრის მაგისტრანტები ვალდებულნი არიან წარუდგინონ ადმინისტრაციას დასრულებული სამაგისტრო ნაშრომი. ნაშრომზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მაგისტრანტმა, ნაშრომთან ერთად, უნდა წარმოადგინოს ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა ნაშრომის საჯარო დაცვაზე დაშვების თაობაზე.
მიაქციეთ ყურადღება, რომ სამაგისტრო ნაშრომი ფასდება ერთჯერადად, დასკვნითი შეფასებით კომისიის მიერ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
« იხ. ყველა სიახლე