2015-03-27

„დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან

2015 წლის 30 მარტს, 14:00 საათზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მაღლივი კორპუსის  № 206 აუდიტორიაში     გაიმართება „დასაქმების სააგენტო ეიჩარის“ წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან.  

შეხვედრის მიზანია „დასაქმების ფორუმი 2015“-ის შესახებ სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება, კერძოდ, ფორუმზე წარმოდგენილი სფეროებისა და მონაწილე კომპანიების გაცნობა. პრეზენტაციის ფარგლებში სტუნდენტები გაეცნობიან პირველადი და მნიშვნელოვანი დოკუმენტის - რეზიუმეს აღწერილობას და მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას „დასაქმების ფორუმის“ მიზნების შესახებ.

სტუდენტებს, რომლებსაც გსურთ, დასაქმდეთ  და დაიწყოთ წარმატებული კარიერა წარმატებულ კომპანიებში, გთხოვთ, დაესწროთ აღნიშნულ შეხვედრას.  

Print

« იხ. ყველა სიახლე