საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“
თინათინ წერეთლის
სახელობის სამეცნიერო საზოგადოება ნატოსა და
ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილის მხარდაჭერით
გამართავს საჯარო ლექციას თემაზე - „საქართველოს ევროპული გზა“. ლექცია ჩატარდება ამა
წლის 24 ნოემბერს,
18:00
საათზე,
თსუ–ს პირველი კორპუსის 006–ე აუდიტორიაში. ლექციის დასასრულს, დამსწრე საზოგადოებას
საშუალება ექნება კითხვებით მიმართოს ბატონ გიორგის.
თინათინ წერეთლის სახელობის სამეცნიერო საზოგადოება
სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საუნივერსიტეტო საქმიანობაში. საზოგადოება,
რომელიც ორი წლის დაარსებულია გამოირჩევა მრავალფეროვნებით – როგორც სამეცნიერო, ასევე
კულტურულ-შემეცნებით საქმიანობაში. საზოგადოების წევრთა მიზანია, გააუმჯობესოს აზრთა
ურთიერთგაცვლის პროცესი და სისხლის სამართლით დაინტერესებულ სტუდენტებს შორის კომუნიკაცია.
« იხ. ყველა სიახლე