2014-06-03

კონკურსი წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის   2013 წლის 25 ნოემბრის N152-01-01 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი 2013-2014 სასწავლო წლის საუკეთესო პედაგოგის გამოსავლენად.

წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) პედაგოგის ინდივიდუალური ურთიერთობა სტუდენტებთან (კონსულტაცია სალექციო საათების გარეთ, დახმარება სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისათვის, სტატიების მომზადებისათვის და ა.შ);

ბ) სალექციო მასალის აქტუალურობა;

გ) სალექციო მასალის საინტერესოდ მიწოდება და ლექციის, სამუშაო ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული თუ ლაბორატორიული მეცადინეობების მაღალ დონეზე გაძღოლა.

იურიდიულ ფაკულტეტზე წლის საუკეთესო პედაგოგის შერჩევა ხდება   ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა ნებაყოფლობითი ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე სააუდიტორიო მეცადინეობების ბოლო კვირას. სტუდენტი მიმდინარე სასწავლო წლის მიხედვით მისი კურიკულუმის წლიური დისციპლინების ფარგლებში ელექტრონულ ბაზაში (sms.tsu.ge) წარმოდგენილი პედაგოგების ჩამონათვალიდან ელექტრონულად აფიქსირებს მხოლოდ ერთ კანდიდატს, რომელიც ამ სასწავლო წლის თუნდაც ერთი სემესტრის განმავლობაში იყო მისი პედაგოგი. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო გამოკითხვაში მონაწილეთა ხმათა უმრავლესობა.

Print

« იხ. ყველა სიახლე