2015-10-01

თსუ-ს უცხოენოვან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ!

ერაზმუს + ისა და თსუ-ს სხვა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მსურველთათვის წერით ეტაპზე დარეგისტრირება იწარმოებს ელექტრონულად.

დარეგისტრირების მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 13 ოქტომბრის 18 საათისა უნდა გააგზავნონ ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე) შემდეგ ელ-ფოსტაზე (სათაურში მიუთითეთ სახელი და გვარი და სასურველი ენა: ინგლისური, გერმანული, იტალიური ან ესპანური):

examcenter@tsu.ge

ტესტირება გაიმართება 2015 წლის 15 ოქტომბერს 14:30-ზე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკაში (უნივერსიტეტის ქ. №11).

გთხოვთ აუცილებლად იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა!

 

აღნიშნული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე:

ერაზმუს+ /ge/government/administration/departments/pr/news/MtbfpUzcLn_cLu7RF/?p=1

თსუ ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამები: დანართი1


Print

« იხ. ყველა სიახლე