2014-11-05

სტატიების კონკურსი სტუდენტთა შორის თემაზე: „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“

საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია აცხ დებს

სტატიების კონკურს სტუდენტებს შორის თემაზე: „აღმოაჩინე შენი მართლმსაჯულების ისტორია“. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს   სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განხორციელების ინსტიტუტის ისტორიის პოპულარიზაციას.

 

ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 3000 სიტყვას და უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე. სავალდებულოა აკადემიური წერის ძირითადი პრინციპების დაცვა და გამოყენებული მასალის მითითება სქოლიოებისა და ბიბლიოგრაფიის სახით. პლაგიატიზმის შემთხვევაში, კონკურსანტი ავტომატურად მოიხსნება კონკურსიდან.

წარმოდგენილ მასალებს შეაფასებს საკონკურსო კომისია. საპრიზო ადგილის მფლობელი ნაშრომი (ნაშრომები) გამოქვეყნდება ჟურნალში „მართლმსაჯულება და კანონი“, განთავსდება სამართლის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში,  ასევე გათვალისწინებულია ფასიანი საჩუქრები.

 

მონაწილეებმა სტატიები უნდა გაგზავნონ ა.წ. 22 ნოემბრამდე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vasadze_nana@yahoo.com კონკურსი ტარდება საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მართლმსაჯულების გაძლიერება“ ფარგლებში.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე