2017-09-26
ვის მუთის შერჩევა!
ვის მუთის შერჩევა!
გასაუბრება, 2017 წლის 28 სექტემბერი, 19:00 საათი თსუ I კორპუსი, აუდიტორია №06.
თსუ იურიდიული ფაკულტეტი იწყებს ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესებში / Willem C. Vis Moot მონაწილეობის მსურველთა შერჩევას.
იმიტირებული პროცესები წარმოადგენს იურიდიული ფაკულტეტის 6-კრედიტიან საგანს, რომელიც შერჩეულ სტუდენტებს ჩაეთვლებათ მომავალი წლის გაზაფხულის სემესტრში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც არ არიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები. მონაწილეობის წინაპირობაა სტუდენტის აქტიური სტატუსი მომავალ სემესტრში.
შერჩევა წარიმართება ორ ეტაპად:
⚀ გასაუბრება ინგლისურ ენაზე, რომელიც ჩატარდება 2017 წლის 28 სექტემბერს, 19:00 საათზე თსუ I კორპუსის აუდიტორიაში №06;
⚁ პირველი ეტაპის გადალახვის შემდეგ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ კაზუსების ზეპირ განხილვაში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ბიოგრაფიული რეზიუმე (CV არაუმეტეს 2 გვერდისა) ელექტრონული ფოსტის მსამართზე VisMoot@tsu.ge არაუგვიანეს 2017 წლის 28 სექტემბრის 17:00 საათისა
ორივე ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში შერჩეული სტუდენტები 2017 წლის 5 ოქტომბერს შესაძლოა გაემგზავრონ ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სასტარტო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად.
შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
+995593220121
VisMoot@tsu.ge
განცხადების ბმული
« იხ. ყველა სიახლე