2019-03-18
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების საყურადღებოდ
იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სემინარების განრიგი ფაკულტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება 19 მარტის 17:00 საათზე. 20 მარტიდან ბაზა გაითიშება, რადგან იგი უნდა დარედაქტირდეს სემინარზე რეგისტრაციის მიზნებისათვის.
ბაზა გაიხსნება 21 მარტის 17 საათზე. ახალი (lms.tsu.ge) ბაზიდან სემინარების არჩევის გამო სტუდენტებისთვის ჩატარდება სატესტო (იმიტირებული) სემინარების არჩევა 21 მარტის 17 საათზე. გაითვალისწინეთ, რომ ბაზის დარედაქტირებისას, სასემინარო ჯგუფების გასაწონასწორებლად შესაძლოა მცირე რაოდენობით დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო დისციპლინას და 21 მარტის 17 საათიდან რეგისტრაციების დროს შესაძლებელი იყოს დისციპლინაზე დარეგისტრირებაც. მიაქციეთ ყურადღება, რომ იმიტირებული სემინარების რეგისტრაციის შემდეგ გაუქმდება მხოლოდ სემინარებზე განხორციელებული ჩანაწერები. საგნებზე (როგორც სავალდებულო, ასევე არჩევითზე) რეგისტრაციის შემთხვევაში ჩანაწერი დარჩება უცვლელად.
22 მარტს 17 საათზე დაიწყება სემინარების არჩევა.
სემინარებთან ერთად შესაძლებელი იქნება რეგისტრაცია უცხო ენებზე, რომელიც შეთავაზებულია უცხო ენათა ცენტრის მიერ. ენათა ცენტრთან არსებული შეთანხმებით გაიხსნება უცხო ენის ყველა საფეხური. იურიდიული დისციპლინების ან სემინარების უცხო ენასთან დამთხვევის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ უცხო ენათა ცენტრს (მეხუთე აკადემიური კორპუსი), სადაც დაგეხმარებიან უცხო ენის ჯგუფის შეცვლაში.
სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში, გთხოვთ, 25 მარტის ჩათვლით მოგვმართოთ Lms.tsu.ge-დან, ,,აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები“ (ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები). ყველა განცხადება განიხილება 31 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა.
შუალედური გამოცდა იურიდიულ ფაკულტეტზე დაგეგმილია 6 მაისიდან 19 მაისის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებულ სემესტრს!
« იხ. ყველა სიახლე