2019-05-21

ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის მოკლევადიანი კვლევითი სტიპენდია: Viadrina International Program – for Graduates (VIP)



ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტისა (ფრანკფურტ ოდერი, გერმანია) და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამის ― “Viadrina International Program – for Graduates (VIP)“, ფარგლებში გამოცხადდა დოქტორანტთა და პოსტ-დოქტორანტთა განაცხადების მიღება მოკლევადიან კვლევით სტიპენდიაზე. განაცხადთა მიღება იწარმოებს ა/წ 23 ივნისამდე პროექტის კოორდინატორთან შემდეგ ელ. ფოსტაზე: ipid-programm@europa-uni.de დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, წარსადგენ დოკუმენტთა სიის სანახავად, ეწვიეთ წინამდებარე მისამართს

გისურვებთ წარმატებებს!
Print

« იხ. ყველა სიახლე