2018-10-04
საგამოძიებო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟირების პროგრამა იწყება. პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურს პროფესიული საქმიანობა და კარიერა დაუკავშიროს საგამოძიებო სამსახურს - სამართალდამცავ უწყებას, რომელიც ქვეყანაში საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის. 2018 წელს, სტაჟირების პროგრამა პირველად იქნება ანაზღაურებადი, რაც დამატებითი სტიმული იქნება დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ბატონი ლევან გამყრელიძე.
შეხვედრა გაიმართება: 10 ოქტომბერს, 12:00 საათზე.
მისამართი: თსუ I კორპუსი, 06 აუდიტორია, 12:00 საათი.
სტაჟირების პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ დეტალური ინფორმაცია.
« იხ. ყველა სიახლე