2014-10-22
პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებულის - „ქართული სამართლის აქტუალური საკითხები“ - პრეზენტაცია
2014 წლის 24 ოქტომბერს, 18:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში მდებარე მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორიაში, გაიმართება თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მხარდაჭერით გამოცემული კრებულის - „ქართული სამართლის აქტუალური საკითხების“ - პრეზენტაცია. კრებულში შესულია თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ნაშრომები, რომლებიც სამართლის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს ეხება. სტატიათა კრებული ეძღვნება ქართული იურიდიული მეცნიერების ფუძემდებლის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დამაარსებლის, ცნობილი ქართველი იურისტის, ფილოსოფოსისა და ხელოვნებათმცოდნის - პროფესორ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ხსოვნას.
კრებული გამოიცა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ ფინანსური მხარდაჭერით.
ორგანიზატორები - თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი და სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი (თორნიკე ნემსწვერიძე, სიმონ ტაკაშვილი, თამარ ბენდელიანი)
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ., თსუ-ის პირველი კორპუსი, მარო მაყაშვილის სახელობის აუდიტორია
დამატებითი ინფორმაციისათვის - 598-778-406;
დასწრება თავისუფალია
« იხ. ყველა სიახლე