2017-09-20

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ ახალი სასწავლო სემესტრის დაწყებას!


   ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის  ვებ. გვერდზე განთავსდა 20 სექტემბრის  17:00 საათზე.  
21 სექტემბრის 15:00 საათიდან  ბაზები გაითიშება სასემინარო ჯგუფების დასარედაქტირებლად.

   სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და  სემინარების არჩევა  შესაძლებელი იქნება 22 სექტემბრის 17:00 საათიდან.
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად. ამასთან გაცნობებთ, რომ სემინარების გახსნისას შესაძლოა დაემატოს ადგილები ზოგიერთ სავალდებულო საგნებს (სასემინარო ნაკადების გასაწონასწორებლად), ამდენად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელი იქნება მათზე რეგისტრაციაც.

   იურიდიულმა ფაკულტეტმა განათავსა ვებ. გვერდზე უცხო ენათა ცენტრის მიერ მოწოდებული უცხო ენათა ცხრილი. 22 სექტემბერს 17:00 საათზე სემინარებთან ერთად გააქტიურდება ასევე უცხო ენები და შეძლებთ რეგისტრაციას. უცხო ენებზე რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით პრობლემების არსებობისას უნდა მიმართოთ ენათა ცენტრს, მე-5 აკადემიური კორპუსი.

Print

« იხ. ყველა სიახლე