2018-05-08

ევროპის დღეები 2018




  11 მაისს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრები ქლერ მუდი, მიჰაილ გალერი და რომან სტრასერი შეხვდებიან.

  შეხვედრაზე ისაუბრებენ თუ როგორია საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, როგორ მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რა მიდგომები და მოსაზრებებია თავად ევროკავშირში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. 

  ევროპარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მმართველი საბჭო ევროპარლამენტში არსებული ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფიდან აერთიანებს წევრებს. ჯგუფის საქმიანობის მთავარი მიზანია იმ კავშირების გამყარება, რაც უკვე არსებობს ევროკავშირს, ევროპარლამენტსა და საქართველოს შორის.

სამუშაო ენა - ინგლისური

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მე-2 სართული, მუზეუმი

ღონისძიებაზე დასწრების სურვილის ქონის შემთხვევაში თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტურეთ შემდეგ ელ. მისამართზე: zurab.gogshelidze@tsu.ge (არაუგვიანეს 10 მაისი 13:00სთ.)

Print

« იხ. ყველა სიახლე