2015-06-26
იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომელთა საყურადღებოდ!
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 2007 წლიდან ტარდება ტურნირი მინი-ფეხბურთში, უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის. მიმდინარე წლის 6 ივლისიდან 18 ივლისამდე აღნიშნული ტურნირი გაიმართება უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სტადიონზე.იურიდიულ ფაკულტეტზე მონაწილეობის მსურველებმა 1-ელ ივლისამდე გთხოვთ მიაკითხოთ რესურსების მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტს - ვანო ხუნწარიას, II კორპუსი, ოთახი # 133
« იხ. ყველა სიახლე