იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის
№126/01-01 ბრძანების საფუძველზე
ცხადდება კონკურსი
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში
2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში
სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად
.
კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის
II-VI
სემესტრის დოქტორანტებს, რომლებსაც აქვთ თსუ რექტორის
2015 წლის 29 ივლისის
№
126/01-01 ბრძანებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციის
სახეობათა ჩამონათვალიდან („სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“), რომელიმე
ტიპის პუბლიკაცია და რომელთა
GPA
არის არანაკლებ 2.5-სა.
კონკურსში მონაწილეობის
მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1.
განაცხადი
კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
2.
ავტობიოგრაფია
(
CV);
3.
სამოტივაციო
წერილი;
4.
სამეცნიერო
გრანტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5.
სამეცნიერო
პუბლიკაციების სია;
6.
სამეცნიერო
ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
7.
ცნობა
სტუდენტის სტატუსის შესახებ;
8.
ცნობა
სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების არქონის შესახებ;
9.
ამონაწერი
სტუდენტის სასწავლო ბარათიდან
GPA-
ის მითითებით;
10.
ახსნა-განმარტება
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების
ნებისმიერი სახის დაფინანსების (მათ შორის საგრანტო) არქონის შესახებ (ფორმა).
კონკურსში
მონაწილეობას
ვერ მიიღებენ:
Ø
დამატებითი
სემესტრის დოქტორანტები;
Ø
დოქტორანტები,
რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;
Ø
დასაფინანსებელ
სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;
Ø
დოქტორანტები,
რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში;
Ø
დოქტორანტები,
რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი.
კონკურსში მონაწილეობის
მსურველ დოქტორანტთა საბუთები მიიღება 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით
იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მე-2 კორპ. პირველი სართ. ოთახი №117)
10:00-დან 17:00 საათამდე.
« იხ. ყველა სიახლე