2014-02-17

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ


   2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექციათა განრიგი ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე განთავსდება მიმდინარე წლის 18 თებერვალს, 15 საათზე ( ცხრილები განთავსდება საწყის გვერდზე ცხრილების განყოფილებაში). აკადემიური რეგისტრაციების განრიგთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე ინფორმაცია დაიდება იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდსა და Facebook– ის გვერდზე, რომელიც შექმნილია საგანგებოდ 2013–2014 სასწავლო წლის გა ზაფხულის სემესტრის აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებით ( იხ. ბმული ქვემოთ). აღნიშნულ გვერდზე სტუდენტებს ონლაინ რეჟიმში კონსულტაციას გაუწევენ სტუდენტთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლები. ამასთან ერთად გაცნობებთ, რომ სტუდენტებისათვის აკადემიური რეგისტრაციების პროცესში დახმარების გაწევის მიზნით 26 თებერვლის 16:00 საათიდან, ასევე 27 თებერვლის 12:00 დან 18:00 საათამდე და 28 თებერვლის 15:00 საათიდან იურიდიულ ფაკულტეტზე ( რესურსცენტრსა და იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში) იმუშავებს სტუდენტებისაგან შემდგარი მობილური ჯგუფი, რომელიც კონსულტაციებს გაგიწევთ ამ პროცესის წარმართვაში და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ საგნის არჩევაში.

ინფორმაციის გაცვლის მიზნით ასევე შეგიძლიათ მიმართოთ Facebook– ის ჯგუფს :

ასევე იმუშავებს სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზი : 0322290596.

გისურვებთ სასურველი ინდივიდუალური ცხრილის შედგენას !
Print

« იხ. ყველა სიახლე