2016-02-29

იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ


  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 ბრძანების საფუძველზე ცხადდება კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად .

  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის II-VI სემესტრის დოქტორანტებს, რომლებსაც აქვთ თსუ რექტორის 2015 წლის 29 ივლისის 126/01-01 ბრძანებით განსაზღვრული სამეცნიერო პუბლიკაციის სახეობათა ჩამონათვალიდან („სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“), რომელიმე ტიპის პუბლიკაცია და რომელთა GPA არის არანაკლებ 2.5-სა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

1.       განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

2.       ავტობიოგრაფია ( CV);

3.       სამოტივაციო წერილი;

4.       სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

5.       სამეცნიერო პუბლიკაციების სია;

6.       სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;

7.       ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

8.       ცნობა სტუდენტის სწავლის საფასურის დავალიანების არქონის შესახებ;

9.       ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან GPA- ის მითითებით;

10.   ახსნა-განმარტება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნებით გათვალისწინებული აქტივობების ნებისმიერი სახის დაფინანსების (მათ შორის საგრანტო) არქონის შესახებ (ფორმა).

 

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

Ø   დამატებითი სემესტრის დოქტორანტები;

Ø   დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური;

Ø   დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები;

Ø   დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში;

Ø   დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი.

 

  კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანტთა საბუთები მიიღება 2016 წლის 1 მარტიდან 7 მარტის ჩათვლით იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მე-2 კორპ. პირველი სართ. ოთახი №117) 10:00-დან 17:00 საათამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე