2013-11-27

სახელმწიფო სტიპენდიები ბაკალავრებისათვის!

გამოცხადდა პროგრამის - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევ

 

პროგრამის ,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ფარგლებში სს იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ რექტორის 201 3 წლის 25 ნოემბრის №: 154 /01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი ( იხ ილე: სს იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 3 წლის წლის 25 ნოემბრის №: 154 /01-01 ბრძანება და ამავე ბრძანების დანართი 1).

http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/3w637wfWNSMQENByz/?p=1

 

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად , იურიდიული ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 12 3 სტუდენტი . სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამ ის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ ს იურიდიულ ფაკულტეტზე წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით , შერჩევის საფუძველზე

 

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია

1) პირადი განცხადება იურიდიული ფაკულტეტის დეკანის სახელზე ( განცხადების ფორმა );

2) პირადობის მოწმობის ასლი ;

3) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრის განმავლობაში ( 2013 წლის 23 იანვრიდან ა.წ. 12 აგვისტომდე ) ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული ერთიფიკატი ან ცნობა ) , ასეთის არსებობის შემთხვევაში.

( რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით , იმ შემთხვევაში , თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური   კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი , შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული ) ;

4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი , ასეთის არსებობის შემთხვევაში .

( სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში ( 2013 წლის 23 იანვრიდან ა.წ. 12 აგვისტომდე ) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );

5) ,, საქართველოს ბანკის საბანკო ანგარიშის ნომრი ს ამონაწერი .

 

დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში , მისამართი : თბილისი , . ჭავჭავაძის გამზ . №3, ოთახი N117.

Print

« იხ. ყველა სიახლე