2015-06-10

2015-16 წლის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოცდის ფორმატი და მოსამზადებელი საკითხები


კერძო სამართლის მიმართულებით:

ორი თეორიული საკითხი მატერიალური სამართლიდან (თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულის ფარგლებში) და ერთი კაზუსი სამოქალაქო საპროცესო სამართლიდან (შეფასდება 40 ქულის ფარგლებში). იხ. საგამოცდო საკითხები

 

სისხლის სამართლის მიმართულებით:

ორი თეორიული საკითხი (I სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილიდან , II      სისხლის სამართლის   კერძო ნაწილიდან;   თითოეული საკითხი შეფასდება 30 ქულის ფარგლებში) და ერთი კაზუსი სისხლის სამართლის პროცესიდან (შეფასდება 40 ქულის ფარგლებში)  
იხ. საგამოცდო საკითხები


საერთაშორისო სამართლის მიმართულებით:

4 თეორიულ-ანალიტიკური საკითხი (თითოეული ფასდება 25 ქულის ფარგლებში), რომელიც მოითხოვს მის განმარტებასა და ანალიზს. იხ. საკითხები.

საკითხი უნდა იყოს განხილული მაქსიმალურად ამომწურავად, მაგრამ ლაკონურად. საკითხის განხილვისას საჭიროა საკითხთან დაკავშირებული წყაროების ამომწურავი მითითება და ანალიზი. მსჯელობისას უნდა იყოს განხილული შესაძლო მაგალითები საქართველოს პრაქტიკიდან. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება წერის კულტურა (ნაწერის წაკითხვა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს კალიგრაფიისა და სხვა მიზეზების გამო) და აკადემიური წერის ნორმების ცოდნა. 


საჯარო სამართლის მიმართულებით:

ორი თეორიული საკითხი კონსტიტუციური სამართლიდან (შეფასდება ჯამში 50 ქულის ფარგლებში) და ერთი კაზუსი ადმინისტრაციული სამართლიდან (შეფასდება 50 ქულის ფარგლებში). იხ. საკითხები.             


ნორმატიული მასალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ კაზუსის ამოხსნისას.

გამოცდის ხანგრძლივობა 3 საათი.
 
შენიშვნა: სისხლის სამართლის მიმართულებით კაზუსი შედგენილია სისხლის სამართლის პროცესიდან, შესაბამისად, ნორმატიული მასალა არ გამოიყენება. 
 
Print

« იხ. ყველა სიახლე