2017-03-30

მემორანდუმის გაფორმება


  31 მარტს 15:00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 06 აუდიტორიაში საქართველოს სპორტის სამართლისა და მენეჯმენტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე ხელი მოეწერება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კვლევით ცენტრსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის.

  ღონისძებას საქართველოს პარლამენტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლები და სამართლის პროფესორები დაესწრებიან.
ცენტრი 2017 წლის 20 თებერვალს დაფუძნდა და კვლევით საქმიანობას  სპორტული სამართლისა და მენეჯმენტის მიმართულებით ახორციელებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე