2017-12-12

სტატიათა კრებულის პრეზენტაცია



  18 დეკემბერს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და იტალიის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  თანამშრომლობით, სამეცნიერო-კვლევითი პროექტის საფუძველზე, ინგლისურ ენაზე შექმნილი ერთობლივი სტატიათა კრებულის "RECONSIDERING GENDER BASED-VIOLENCE AND OTHER FORMS OF VIOLENCE AGAINST WOMEN" COMPARATIVE RESEARCH/ANALYSIS IN THE LIGHT OF THE ISTANBUL CONVENTION პრეზენტაცია გაიმართება.

  სტატიათა კრებული ეხება ქალთა წინააღმდეგ  მიმართული ძალადობისა და ოჯახური ძალადობის  საკითხებს (სტამბულის კონვენცია). ღონისძიება ჩატარდება იტალიელი პროფესორების და იტალიის ელჩის მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები.

  პროექტს უძღვებიან პროექტის იდეის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, სტატიათა კრებულის თანაავტორი და თანარედაქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, სამართლის დოქტორი ირინე ხერხეულიძე და სამეცნიერო სტატიათა კრებულის თანარედაქტორი, იტალიის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის შედარებითი კერძო სამართლის მიმართულების პროფესორი, სამართლის დოქტორი ანდრეა ბორონი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია

Print

« იხ. ყველა სიახლე