2014-05-23

სტატიათა კატალოგი

ძვირფასო სტუდენტებო,

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციამ შეიმუშავა სტატიათა კატალოგი, რომლის  მეშვეობით შესაძლებლობა გექნებათ დარგების მიხედვით მოიძიოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში არსებულ პერიოდული გამოცემების სტატიები.

კატალოგი მოიცავს შემდეგ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს:

·          სამართლის ჟურნალი"

·          საერთაშორისო სამართლის ჟურნალი"

·          საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა"

·          ადმინისტრაციული სამართლის ჟურნალი"

·          მართლმსაჯულება და კანონი"

·          თანამედროვე სამართლის მიმოხილვა"

·          ცხოვრება და სამართალი"

·          სამართალი"

·          სახელმწიფო და სამართალი"

·          ქართული სამართლის მიმოხილვა"

·          მართლმსაჯულება"

·          ადამიანი და კონსტიტუცია"

·          პროფესია ადვოკატი"

·          ალმანახი"

·          სტუდენტური სამართლის ჟურანლი"

·          სარჩევი"

·          კომერსანტი"

·          საბჭოთა საქართველო"

კატალოგი სტრუქტურულად დაყოფილია შემდეგი მიმართულებების მიხედვით: კერძო სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი, სამართლის ისტორია, სამართლის მეთოდები (სამართლის თეორია), საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი .

 

კატალოგზე მუშაობა, მისი დახვეწის მიზნით, კვლავ მიმდინარეობს, რის გამოც ბოდიშს გიხდით მასში არსებული ხარვეზებისათვის.


  გისურვებთ წარმატებებს.

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია .




Print

« იხ. ყველა სიახლე