2014-12-08
ლექცია მიგრაციის შესახებ
ICMPD მოხარულია მოიწვიოს დაინტერესებული სტუდენტები და მკვლევარები მიგრაციის შესახებ ლექციების სერიაზე, რომელიც ორგანიზებულია პროექტ ENIGMMA-ს ფარგლებში და რომელსაც ჩაატარებს ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორი ჟან რასი. ლექციები ჩატარდება 2014 წლის 18 და 19 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (18:00-დან 20:00 საათამდე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115 აუდიტორიაში).
ლექციები გაყოფილია ორ ნაწილად:
1. საერთაშორისო მიგრაცია
2. იმიგრანტთა ინტეგრაცია
ლექცია საერთაშორისო მიგრაციის შესახებ ყურადღებას გაამახვილებს თანამოდროვე მობილურობის ხანაზე, კერძოდ, ადამიანთა მობილურობაზე სახელმწიფო საზღვრების მიღმა. დღესდღეობით უამრავი ადამიანი კვეთს სახელმწიფოს საზღვრებს უკეთესი შესაძლებლობების და ცხოვრების ძიებაში. მაშინ როდესაც საერთაშორისო მიგრანტთა წილი მსოფლიოში სტაბილურია, ბოლო 20 წლის განმავლობაში, მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ეჭვგარეშეა, რომ საერთაშორისო მიგრაციამ შეცვალა მსოფლიოს სახე. ლექცია წარმოადგენს ზოგად შესავალს საერთაშორისო მიგრაციის და დღევანდელი ემპირიული და თეორიული პერსპექტივების მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. ლექციაზე პირველ რიგში განხილული იქნება მიგრანტის და საერთაშორისო მიგრაციის არსი. შემდეგ წარმოდგენილი იქნება სტატისტიკური მონაცემები საერთაშორისო მიგრაციული დინებების შესახებ. შემდგომ კი მიგრაციის სხვადასხვა სახეები და ყურადღება გამახვილება მათ ზომაზე, გამომწვევ მიზეზებზე, მიმართულებებსა და ბუნებაზე. ბოლოს ლექციაზე განხილული იქნება საერთაშორისო მიგრაციის ზოგიერთი თეორიის მოკლე მიმოხილვა.
იმიგრანტთა ინტეგრაციის შესახებ ლექცია ყურადღებას გაამახვილებს, იმაზე თუ როგორ შეცვალა მიგრაციულმა დინებებმა, ახალ ტექნოლოგიებთან კომბინაციაში და მომატებულმა სიმდიდრემ სახელწიფოების სახე. იმიგრანტთა ინკორპორაციის პროცესი განსხვავდება თითოეული ქალაქისთვის და სახელმწიფოსთვის, ისევე, როგორც თითოეული ინსტიტუციონალური სფეროსთვის. ამ საკითხებით მეცნიერთა უფრო და უფრო მეტი რაოდენობა ინტერესდება. მათ შექმნეს ვრცელი ლიტერატურა, სადაც აღწერენ ამ დინამიკას და ანალიზს უკეთებენ მას. აღნიშნულ ლიტერატურაში მოცემულია მთელი რიგი ტერმინებში როგორიცაა: ჩართულობა, მოწესრიგება, შთანთქმა, ინტეგრაცია, ასიმილაცია ა.შ. ლექციაზე წარმოდგენილი იქნება იმიგრანტთა ინკორპორაციის სწავლებების დარგის შესავალი ისტორიული, ემპირიული და თეორიული კუთხით.
თეორიული პერსპექტივების განხილვასთან ერთად ლექცია გამოიკვლევს ინკორპორაციას პრაქტიკაში – სხვადასხვა სფეროებში, პოლიტიკის საკითხებს და ნორმატიულ მიმართულებებს. რისი მომსწრეენი ვართ დღეს? ეთნიკური ასიმილაციის თუ შეუპოვრობის? რა ხდება რასიზმის კუთხით და რა არის სახელმწიფოს ინტერვენციების როლი ინკორპორაციის პროცესში.
ყველა სტუდენტს და მკვლევარს, რომელიც დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის შესახებ ლექციებში ვთხოვთ მოემზადონ ლექციისთვის და გაეცნონ შემდეგ მასალას:
www.enigmma.ge/cooperation-with-academia/
რეგისტრაცია 12 დეკემბრის ჩათვლით: enigmma@icmpd.org
ინგ. ვერსია
« იხ. ყველა სიახლე