2013-11-22
სწავლის საფასურის დაფინანსება მაგისტრანტებისათვის!
რექტორის დავალებით ორშაბათს, 25 ნოემბერს, 18.00 საათზე ბრიტანულ-ამერიკული თამბაქოს კომპანიის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრას იურიდიულისა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მაგისტრატურის სტუდენტებთან."British American Tobacco (BAT) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მაგისტრანტ სტუდენტთათვის სტიპენ დ იის პროგრამას. სულ დაფინანსდება 12 მაგისტრანტი სტუდენტის ერთი წლის (2013-2014) სწავლის საფასური არაუმეტეს 2250 ლარის ოდენობით თითოეულზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს, რომლებიც ამ დროისთვის სხვა სტიპენდიას არ იღებენ. კონკურსი შედგება ორ ტურად. პირველი ტური იქნება შესარჩევი ეტაპი, რომელსაც ჩაატარებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. მეორე ეტაპი შედგება გასაუბრების სახით, რომელსაც ჩაატარებს სპეციალურად შექმნილი ბორდი.
საინფორმაციო შეხვედრა British American Tobacco (BAT)-ის წარმომადგენლებთან გაიმართება ორშაბათს, 25 ნოემბერს 18.00 საათზე თსუ I კორპუსში, 115-ე აუდიტორიაში.
« იხ. ყველა სიახლე