2019-05-21
ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი (ELSA Tbilisi), იურიდიული საკონსულტაციო სააგენტო CCLA და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ავსტრიის კარლ - ფრანცის სახელობის გრაცის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის, Schönherr Rechtsanwälte GmbH ადვოკატის ზურაბ სიმონიშვილის საჯარო ლექციაზე - „ბლოქჩეინ ტექნოლოგიის როლი თანამედროვე საკორპორაციო სამართალში“
ლექცია შეეხება თანამედროვე ტექნოლოგიების მნიშვნელობას საკორპორაციო სამართალში და მათი გამოყენების შესაძლებლობებს ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის მიხედვით.
ლექციის მიმდინარეობისას განხილული იქნება ავსტრიული და გერმანული საკორპორაციო სამართლის საფუძვლები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აქციების დიგიტალიზირებას, მართვასა და გასხვისებას ბლოკჩეინის საშუალებით, აქციონერთა კრების გამართვას და ხმის მიცემას, აგრეთვე, დივიდენდების განაწილებას და საკორპორაციო მმართველობას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ზურაბ სიმონიშვილი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ისაუბრებს Conda AG-ს საქმეზე, რომელიც პირველი და პრეცედენტული საქმე იყო სააქციო საზოგადოების დიგიტალიზირების საქმეში გერმანულენოვან ქვეყნებში. ლექციისას განხილული იქნება მათ შორის შვეიცარიული კომპანიების დიგიტალიზირების პროცესის სამართლებრივი ასპექტები და ლიხტენშტეინის საკორპორაციო მმართველობის დიგიტალიზირების სამართლებრივი ჩარჩო.
ზურაბ სიმონიშვილის სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები იბეჭდება ავსტრიის წამყავნ იურიდიულ გამოცემებში, არის Schönherr Rechtsanwälte GmbH - ის წარმატებული ადვოკატი და 2016 წლამდე კითხულობდა ლექციებს ავსტრიის კარლ - ფრანცის სახელობის გრაცის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
საჯარო ლექცია გაიმართება 2019 წლის 24 მაისს 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 06 აუდიტორიაში.
დასწრება თავისუფალია
სამუშაო ენა - ქართული
« იხ. ყველა სიახლე