2017-09-22

2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემების რეგისტრაციის ვადები




  თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო თემის სათაურის  და სავარაუდო სტრუქტურის (ხელმძღვანელის მითითებით) რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიაში, 2 ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით.
თემის სავარაუდო სტრუქტურის წარდგენა ფაკულტეტის შესაბამის მიმართულებაზე გაიმართება აკადემიური რეგისტრაციის დასრულებიდან (6 ოქტომბერი) 10 დღის ვადაში.  
 
აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია საიტზე დაიდება მოგვიანებით.
 
  შენიშვნა: სამაგისტრო თემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სავალდებულოა მიმართულებებზე კონსულტაციის გავლა, თემის სავარაუდო ხელმძღვანელთან შეთანხმება რეგისტრაციის პერიოდში (არაუგვიანეს 10 დღით ადრე რეგისტრაციის დასრულებამდე).
იხ. განცხადების ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე