2016-04-25

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტის განცხადება

თსუ იურიდიული ფაკულტეტის თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტთან შეიქმნა კერძო სამართლის კვლევის სტუდენტური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

 

ამ ჯგუფის საერთო ხელმძღვანელობა დაევალა სტუდენტ მარიკა დუმბაძეს. ცალკეული მიმართულებების მიხედვით, ჯგუფის წევრებად განისაზღვრა შემდეგი სტუდენტები: სანივთო სამართლის მიმართულება (მარიკა დუმბაძე, მარიამ ბენიძე, თეკლე ზედელაშვილი); ვალდებულებითი/სახელშეკრულებო სამართლის მიმართულება ( თამარ ხუხია, ეთო რუხაძე, ელისაბედ შენგელია); შრომის სამართლის მიმართულება ( თინათინ ოდილავაძე, თამარ ბარამაშვილი, ირაკლი სვანაძე); საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულება (დათო კესარელი, ნიკოლოზ პოპიაშვილი); სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიმართულება (რევაზ დეკანოსიძე, დავით ღოლიჯაშვილი); სამოსამართლო სამართლის მიმართულება ( ლაშა ზურაბიანი, გიორგი მელაძე, მარიამ კვარაცხელია).

კერძო სამართლის კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ ითანამშრომლონ აღნიშნულ სტუდენტურ ჯგუფთან.

გონივრული პერიოდულობით, მოხდება ჯგუფის წევრების გადახალისება.

საკონტაქტო ინფორმაცია: contprivlaw@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე