2014-04-11

პროექტი „რა არის საჯარო მმართველობა?“

საჯარო მმართველთა ინსტიტუტმა- IPAP (Institute for Public Administration Professionals) დაიწყო საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება - „რა არის საჯარო მმართველობა?“ პროექტის მიზანია, დაინტერესებულ მოსწავლეებს, უფროსკლასელებს გააცნოს საჯარო მმართველობის საფუძვლები, მის როლი და მნიშვნელობა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსაწავლეები თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებშიც აქტიურად არიან ჩართულები. პროექტი აგრეთვე, ხელს უყობს ახალგაზრდების მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა დებატების უნარი, არგუმენტირებული მსჯელობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება და სხვა.

პროექტის ფარგლებშისაჯარო ლექციები ტარდება შემდეგ თემებზე:

·          რა არის საჯარო მმართველობა?

·          რა არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი?

·          რას ნიშნავს სამთავრობო პოლიტიკა?

·          ვინ არის საჯარო მოხელე?

·          რას ნიშნავს, იყო საჯარო მმართველი?

·          რას ნიშნავს ინოვაცია საართველოს და საერთაშორისო დონეზე?

 

ლექცია -სემინარები უკვე ჩატარდა იტალიურ სკოლაში, ქართულ ამერიკულ სკოლასა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში. საჯარო მმართველობის სფეროს მიმართ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის განხორციელება იგეგმება კიდევ 10-მდე სკოლაში.

საჯარო მმართველთა ინსტიტუტი IPAP , რომელიც თსუ-სა და გერმანიის ქ. შპაიერის საერთო სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ სტუდნეტების  და თსუ-ს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინიციატივით არის დაფუძნებული, მუშაობს საჯარო სექტორის რეფორმებზე, საჯარო ადმინისტრაციის ეფექტურობისა და ხარისხის გაზრდასა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სექტორის განვითარებაზე საქართველოში.

 

ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.lavrelashvili@yahoo.com


იხილეთ ფოტო გალერეა.

Print

« იხ. ყველა სიახლე