2016-07-05

სამუშაო შეხვედრა განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის შექმნის მიზნით

6 ივლისს, 12:30 საათზე განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის შექმნის მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება  6 ივლისს, 12:30 საათზე ახლადაშენებული სტუდენტური საცხოვრებლის ბიბლიოთეკაში (მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ყოფილი ე.წ. ტაქსოპარკის უკან). შეხვედრის თემები: აკადემიური თავისუფლება, გარე რეფერირება და სტუდენური ცხოვრება.
 
 
ამასთან, შეიქმნა განათლების განვითარებაზე მომუშავე პლატფორმის 
Facebook  ჯგუფი.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე:http://www.mes.gov.ge/ application.php  

ან დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ცხელ ხაზზე.

ცხელი ხაზის ნომერია: 2 200 220 (1157) თამარ ხარატიშვილი

დამატებითი ინფორმაციისთვის: ნატა ასათიანი 599290099 

Print

« იხ. ყველა სიახლე