პროფესორ თედო ნინიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.
2016 წლის 11 ნოემბერს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) დარბაზშიგაიმართება თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ თედო ნინიძის 65 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია.
კრებული გამოიცა იურიდიული ფირმების - ,,ჯეი ენდ თიქონსალთინგისა“ და „დეკერტ საქართველოს“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.საიუბილეო კრებულში აისახა ახალგაზრდა ქართველი იურისტების სამეცნიერო ნაშრომები სამართლის სხვადასხვა დარგის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე.
პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმასპინძლებს „დიდი ოთხეულის“ წევრი კომპანია "EY საქართველო".
კრებულის 200-მდე ეგზემპლარი გათვალისწინებულია პრეზენტაციის დამსწრე პირებისათვის.
ღონისძიების შემდეგ გაიმართება ვახშამი.
« იხ. ყველა სიახლე