2015-03-31

ფორუმი თემაზე: „საქართველოში სამშენებლო სამართლის რეფორმის გავლენა ბიზნესის თავისუფლებაზე“


  2015 წლის 31 მარტს, 15:30 საათზე, თსუ I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია №107
ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად გამართავს ფორუმს თემაზე: 
„საქართველოში სამშენებლო სამართლის რეფორმის გავლენა ბიზნესის თავისუფლებაზე“
მოწვეულნი არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქ. თბილისის  მერიის წარმომადგენლები, თსუ-ის აკადემიური წრე იურიდიული, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკის ფაკულტეტებიდან, ასევე სტუმრები საქართველოს სხვა და სხვა უნივერსიტეტიდან, გერმანიის საელჩოდან და შპაიერის უნივერსიტეტიდან.
მათ შორის მოხსენებით წარსდგება შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრიფესორი, თსუ-ის საპატიო დოქტორი ანდრეას კნორი.

Print

« იხ. ყველა სიახლე