2015-06-09

საჯარო ლექცია თემაზე: გერმანელი ექსპერტის თვალით დანახული იუსტიციის რეფორმები საქართველოში

მიმდინარე წლის   12  ივნი სს 11 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახეობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით  ჩატარდება საჯარო ლექცია   თემაზე:

გერმანელი ექსპერტის თვალით დანახული იუსტიციის რეფორმები საქართველოში .

ლექციას უძღვებიან გერმანიის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარე, ბატონი ულრიხ ჰაგენლოხი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი დოქტორი იენს დეპე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა: მოსამართლეთა თვითმმართველობის, დისციპლინარული დევნის და იუსტიციის რეფორმირებისათვის დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვას.

ლექცია წარიმართება გერმანულ და ქართულ ენებზე , თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პირველ აკადემიურ კორპუსში, აუდიტორია 06.

გთხოვთ მობრძანდეთ.

Print

« იხ. ყველა სიახლე