2015-02-24

იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ

  იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის სემინარების განრიგი იურიდიული ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ . გვერდზე განთავსდება 2 მარტის 17:00 საათზე .

სტუდენტებისათვის ბაზები გაიხსნება და სემინარების არჩევა შესაძლებელი იქნება 5 მარტის 17:00 საათიდან .
ბაზაში ყველა საგნის სემინარი გაიხსნება ერთდროულად .

  იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია იმედოვნებს , რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები შეძლებენ სწორად დაგეგმონ თავიანთი სასემინარო განრიგი და თავიდან აიცილონ ლექცია / სემინარების დროის დამთხვევის ცალკეული შემთხვევები ან მოაგვარონ ეს პრობლემები საკუთარი ძალებით ( სასემინარო ნაკადის შეცვლის ან სხვა გზით ).

  სტუდენტისათვის გამოუსწორებელი დამთხვევების შემთხვევაში გთხოვთ , მოგვმართოთ sms.tsu.ge- დან , ,, აკადემიურ რეგისტრაციებთან დაკავშირებული პრობლემები “ ( ან იურიდიული ფაკულტეტის კანცელარიით შემოსული წერილით , სადაც აღწერილი იქნება თქვენი პრობლემა და მისი მოგვარების თქვენთვის სასურველი შესაძლო გზები ). ყველა განცხადება განიხილება 6-9 მარტის ჩათვლით და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნება თქვენი თხოვნა .

ბაზები საბოლოოდ დაიხურება 10 მარტის 12 საათზე .
Print

« იხ. ყველა სიახლე