2020-08-26

სასწავლო კურსები საერთაშორისო და გერმანულ სამართალში შემოდგომის სემესტრში



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი ბაკალავრიატისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს შემოდგომის სემესტრში სთავაზობს სხვადასხვა სალექციო კურსებს ინგლისურ და გერმანულ ენაზე. შემოთავაზებული კურსების ჩამონათვალია:

• Einführung in das deutsche Recht und die deutsche Rechtsterminologie (სასწავლო საფეხური: ბაკალავრიატი, სამუშაო ენა: გერმანული)
• German Criminal Law (General Part) – Selected Cases of the Federal Court of Justice (სასწავლო საფეხური: მაგისტრატურა, სამუშაო ენა: ინგლისური)
• International Criminal Law: The International Criminal Court and the Rome Statute (სასწავლო საფეხური: მაგისტრატურა, სამუშაო ენა: ინგლისური)
• Criminal Law Aspects of the Covid-19 Pandemic (სასწავლო საფეხური: მაგისტრატურა, სამუშაო ენა: ინგლისური)

კურსების ფარგლებში სტუდენტებს გამოუმუშავდებათ გერმანული და კონტინენტურ ევროპული სამართლის მიმართულებით მომუშავე იურისტებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარები, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას. თითოეული კურსის თემატიკის მიხედვით სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა შეისწავლონ გერმანულ ან ინგლისურენოვანი იურიდიული ტერმინოლოგია, რომლის გამოყენებასაც შემდგომში შესძლებენ დამოუკიდებლად. კურსების ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეადარონ და გააანალიზონ გერმანული და ქართული ეროვნული ან/და საერთაშორისო სამართალი.

კურსს გაუძღვება სისხლის სამართლის ექსპერტი მარტინ პიაცენა - გერმანიის ქ.ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და სისხლის სამართლის ცნობილი პროფესორის ბერნდ ჰაინრიხის ყოფილი მკვლევარ-ასისტენტი. 2012-დან 2014 წლამდე მარტინ პიაცენა მუშაობდა კიოლნის უნივერსიტეტისა და თსუ-ის საერთო სამართლის სამაგისტრო პროგრამის „LL.M. Köln“ ფარგლებში კოორდინატორად, შემდეგ გახდა კიოლნის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელი. ამასთანავე, ის ასევე ხშირად იყო საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ტრენინგ-კუსების დოცენტი. მარტინ პიაცენა ამავდროულად ითავსებს სამეცნიერო რედაქტორის ფუნქციას გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალის (DGStZ) სამუშაო ჯგუფში.

Print

« იხ. ყველა სიახლე